კომპანიის შესახებ
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია “ონიმა” 2008 წელს ქალაქ ქუთაისში დაარსდა. წარმოების პირველ ეტაპზე ტექნოლოგიურ მხარეს ადგილობრივი სპეციალისტები უზრუნველყოფდნენ. 2009 წლიდან კი კომპანიის ხელმძღვანელობას, სხადასხვა ქვეყნებიდან, რეგულარულად ჩამოჰყავს ცნობილი სპეციალისტები, რომლებიც პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდაზე, სწორი ტექნიკური და ტექნოლოგიური ხაზის შენარჩუნებაზე ზრუნავენ. მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციას მნიშვნელოვანწილად ასევე ხელს უწყობს სრულიად ახალი ტექნოლოგიური დანადგარები. 2015 წელს კომპანიამ წარმეტებით დანერგა სურსათის უვნებლობის სისტემა და მოიპოვა საერთსაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები HACCP და ISO22000. საწარმოში 150 ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ეს რიცხვი წარმადობის მატებასთან ერთად უფრო და უფრო იზრდება. ამჟამად კომპანია მომხმარებელს ორმოცამდე სახეობის პროდუქციას სთავაზობს. ახლო მომავალში არსებული ასორტიმენტი კიდევ უფრო გაიზრდება. |